სერვისებინამუშევრებიჩვენ შესახებგადაიღე ჩვენთანტექნიკის იჯარაკონტაქტი
GE | EN
GE | EN
ჩვენ შესახებ
1994 წელი იყო და დაიწყო ჩვენი სტუდიის ისტორია,
პატარა გუნდით და დიდი შემოქმედებითი შესაძლებლობებით.
დღეს რეკლამის და კინოწარმოების სფეროში მრავალწლიანი გამოცდილების გუნდი ვართ.
აქ იბადება ხალასი იდეები და იქმნება ხარისხიანი ნამუშევრები.

სერვისები

თქვენ სათქმელს მოვუგონებთ გამორჩეულ, ორიგინალურ იდეას და მოფიქრებულ კონცეფციას ვიზუალად ვაქცევთ. 
სტუდიის შემოქმედებითი გუნდი, სანდო მენეჯმენტი,  გამოცდილი ტექნიკური ჯგუფი და გადამღები ტექნიკის საუკეთესო ბაზა ამისათვის იდეალური გარემოა.

რას ვქმნით

  • სატელევიზიო რეკლამა
  • საიმიჯო ვიდეო
  • მუსიკალური ვიდეო
  • პრომო ვიდეო
  • სოციალური ვიდეო
  • თიზერი
  • კინოანონსი
  • სოცმედიის ვიდეო
  • გზამკვლევი ვიდეო

შექმნა ახალი ფილმი, სწორად და საინტერესოდ წარმოაჩინო ესა თუ ის სფერო, საქმიანობა,  კომპანია - დიდი გამოწვევაა.  ჩვენთან ეს შესაძლებელია.

რას ვიღებთ

  • დოკუმენტური ფილმი
  • კორპორატიული ფილმი
  • საავტორო ფილმი

გთავაზობთ წარმოების პროცესის სრულ სპექტრს: 
მოსამზადებელი სამუშაო, გადაღების მოწყობა ყველგან - საქართველოში და მის გარეთ, 
პოსტპროდუქცია ნებისმიერი სირთულის პროექტისთვის.
მოგვმართეთ თანამშრომლობისთვის!

რას გთავაზობთ

პრეპროდუქცია
  • კონცეფცია
  • სცენარი
  • ქასთინგი
  • ლოკაციების შერჩევა
  • ლოკაციის მოწყობა და კოსტიუმების მომზადება
წარმოება
  • წარმოების მენეჯმენტი
  • რეჟისურა
  • საოპერატორო მომსახურება
  • განათება
  • გრიფი
  • ხმის ჩაწერა
პოსტპროდუქცია
  • მონტაჟი
  • გრაფიკა/ფერთა კორექცია/ანიმაცია
  • გახმოვანება
  • ხმის რეჟისურა
  • მუსიკალური გაფორმება

რას ვაკეთებთ

  • სტუდიური გადაღება
  • ლოკაციაზე გადაღება

საქმის მცოდნე რედაქტორები, დიზაინერები და ნიჭიერი ავტორები - ეს ჩვენი საგამომცემლო გუნდია.
მრავალფეროვანი შინაარსი, გამორჩეული დიზაინი და პოლიგრაფიის უმაღლესი ხარისხი კი ჩვენი პროდუქციაა.

რას გამოვცემთ

  • ჟურნალი
  • კატალოგი
  • წიგნი

გსურს თქვა, ვინ ხარ, რა შეგიძლია და რა შეგიქმნია - ამას მშვენივრად ახსნი ხალხმრავალ ივენთზე. 
ჩვენ მოგიფიქრებთ სცენარს, ორიგინალურად გაგიფორმებთ, საინტერესოდ მოგიწყობთ და ხარისხიანად გადავიღებთ.

რას ვაწყობთ

  • პრეზენტაცია
  • გამოფენა
  • კორპორატიული ივენთი
  • შოუ/კონცერტი